Airbag.ge შესახებ

ჩვენი საქმიანობა დაიწყო კონკრეტული საჭიროებით — იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში უსაფრთხოების ბალიშების (აირბაგების) აღდგენის სერვისი ფაქტობრივად არ არსებობდა.
მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწია მოქმედება: პრაქტიკით, სწავლითა და გამოცდილებით საფუძველი ჩავუყარეთ მომსახურებას, რომელიც დღეს უკვე ასობით ადამიანის უსაფრთხოებას იცავს .
2015 წელს დაარსდა ოფიციალურად პლატფორმა Airbag.ge, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია საქართველოში ხარისხიანი და სანდო სერვისების მიმართულებით.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელთაც აქვთ სიღრმისეული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების აღდგენის მიმართულებით.
ჩვენთვის მთავარი ღირებულება თქვენი უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ ჩვენი მომსახურება ყოველთვის ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს:
👉 პროფესიონალიზმი
👉 მაქსიმალური სიზუსტე და ხარისხი

🛠 რას გთავაზობთ?
უსაფრთხოების ბალიშების აღდგენა — ნებისმიერი მარკის ავტომობილზე
ორიგინალი კომპონენტების გამოყენება
აირბაგის ბლოკის პროგრამირება, განულება და დიაგნოსტიკა
უსაფრთხოების სისტემების ინსპექტირება — გადაამოწმეთ, მუშაობს თუ არა სწორად აირბაგი თქვენს ავტომობილში
დამატებითი ნაწილების შეძენა — მაღაზიის განყოფილებაში