საჭის აირბაგი

ტორბედოს, საჭის, მუხლის, სავარძლის, ჭერის აირბალიშების (აირბაგების) აღდგენა.

მუხლის აირბაგი

მუხლის აირბაგის გახსნილი პლასტმასის ხუფი იცვლება ახლით, საჭიროების შემთხვევაში ბალიშიც იცვლება ახალი ორიგინალი ბალიშით და უმონტაჟდება ორიგინალი კაპსულა. პლასტმასის ახალი ხუფის არ არსებობის შემთხვევაში, არსებულ დაზიანებულ პლასტმასის დეტალს ეკვრება ტყავის შემცვლელი მასალა მსგავსი ფაქტურით

ტორბედოს აირბაგი

ტორპედოს გახსნილი აირბაგი, როგორც კაპსულა ასევე ბალიში იცვლება ახლით, ასევე ორიგინალით შემდგომი ექსპლუატაციისთვის

სავარძლის აირბაგი

აირბაგის აფეთქების შედეგად გახსნილი ნაკერი იკერება სპეციალური მანქანით, გახსნილი კაპსულა შეიცვლება ახალი ორიგინალი კაპსულით და დაუბრუნდება ქარხნულ მდგომარეობას.

ჭერის აირბაგი

ავტომობილის გახსნილი ჭერის აირბალიში იკეცება ქარხნულად განსაზღვრული წესით, ეცვლება კაპსულა ახალი ორიგინალი ვერსიით და სათანადო მიმმართველებში ყენდება ავტომობილზე განსაზღვრულ ადგილზე. თუ ჭერის უსაფრთხოების ბალიში მოჭრილია ან აღარ ექვემდებარება აღდგენა, ამ შემთხვევაში მთლიანად იცვლება ახალი, ასევე ორიგინალი კომპლექტით.

ღვედი

ავარიის შედეგად ავტომობილის გაჭედილი ღვედი თავისუფლდება და უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, როგორც ვიზუალურად ისე ფუნქციურად. საჭიროების შემთხვევაში მექანიზმი ან მისი კომპონენტები იცვლება ახლით. სევე გვაქვს ღვედის ფერის შეცვლის სერვისიც ავტომოყვარულთათვის

პროგრამირება

გახსნილი უსაფრთხოების ბალიშების აღდგენის ან შეცვლის შემდგომ აუცილებელია ელექტრო სისტემის გამართვა, რაც მოიცავს საკონტროლო მოდულის პროგრამირებას და მის გასუფთავებას დამახსოვრებული ავარიისგან, რათა შეუფერხებლად იმუშავოს საჭიროების შემთხვევაში.

უსაფრთხოების ბალიშების სისტემის დიაგნოსტირება

ჩვენი დიაგნოსტიკური სერვისი იძლევა დეტალურ შეფასებას თქვენი ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშების სისტემის მდგომარეობაზე. სპეციალური პროგრამების მეშვეობით ვადგენთ სისტემურ შეცდომებს, სენსორების აქტივობას და მოდულების გამართულობას – ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად

უსაფრთხოების ბალიშების ინსპექტირება

ინსპექტირების სერვისის ფარგლებში ჩვენი სპეციალისტები ვიზუალურად და მექანიკურად ამოწმებენ უსაფრთხოების ბალიშების მთლიანობას, კომპონენტების მდგომარეობასა და დამონტაჟების სისწორეს. პროცესი მოიცავს ტორპედოს, საჭის და სხვა ელემენტების დეტალურ შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ სისტემის რეალურ გამართულობაში.